On Several Important Issues on Legal Personality / სამართალსუბიექტობის რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ

Abstract

This arti cle aims at identi fying problemati c issues, which the current legislati on of Georgia is silent about. These are the issues that are acti vely discussed throughout the world and today it represents the subjectof modern legal-bioethical studies.The goal of this paper is to exactly identi fy each of these issues so that to conti nue further research on the problemati c issues raised in the arti cle, and to fi nd the ways of resolving them from the legal standpoint, which will be refl ected in the eff ecti ve legislati on, and break the silence in the legislati on and address intentional or unintenti onal ignorance regarding the signifi cance of these issues.Main purpose of the law is to protect the rights of a human being, as a supreme good, its life and other legal rights, and to support realizati on of these rights. A human being is the main subject of legal relati ons, and the law would not exist without it. Legal personality is а foundati on that represents the grounds for existence, protecti on and/or realizati on of the rights.It is impossible to develop a solid doctrinal concepti on and then to realize it without answering the questi ons that are open in regard to this issue.This arti cle identi fi es the issues that are currently of paramount significance not only in Georgia, but also in the developed world, which necessitate providing valid, reasoned and ti mely answers to the following questi ons:Who/what is the subject of law, and from which moment (the problem of determining the moment of birth of a human being)? What is the legal status of an embryo? From when is the ferti lized egg considered to be an embryo? What problems does the absence of Donors Registry create? Is it possible to destroy the ferti lized eggs without the consent of persons donati ng the egg and the sperm? Is it possible to transfer the ferti lized egg without the consent of the egg and/or sperm donor? What is the legal status of conjoined twins? What is the legal status of a bigender person? What is gender from the legal standpoint?This is an incomplete list of those issues, part of which will be identified in this article, hoping that the scientific, in-depth and comprehensive research of these important issues will start in Georgia too.წინამდებარე სტატიის მიზანი იყო მოეხდინა იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა შესახებაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა დუმს. საკითხთა წრე აქტუალურია მსოფლიო მასშტაბით და დღევანდელ დღეს წარმოადგენს თანამედროვე სამართლებრივ-ბიოეთიკური კვლევების საკითხს.წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავდა თითოეული ასეთი საკითხის ზუსტ იდენტიფიცირებას, იმისათვის, რომ გაგრძელდეს სტატიაში დასმულ პრობლემურ საკითხებზე შემდგომი კვლევა-ძიება და მოძიებულ იქნას მათი სამართლებრივი გადაწყვეტის გზები, რომლებიც ასახვას ჰპოვებენ მოქმედ კანონმდებლობაში და დაარღვევენ კანონმდებლის დუმილს და ამ საკითხთა მნიშვნელობის განზრახ თუ უნებლიე უგულვებელყოფას.სამართლის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის, როგორც უზენაესი სიკეთის, მისი სიცოცხლის, სხვა სამართლებრივი უფლებების დაცვა და ამ უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობა. სამართალურთიერთობათა ძირითადი სუბიექტი არის ადამიანი, რომლის გარეშეც არ იარსებებდა არც სამართალი. სამართალსუბიექტობა არის ის საძირკველი, რომელსაც ეფუძნება უფლების არსებობა, მისი დაცვა ან/და რეალიზაცია.შეუძლებელია ამ საკითხთან მიმართებით ღია კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე მწყობრი დოქტრინალური კონცეპციის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი რეალიზება. წარმოდგენილი სტატია ახდენს ამ ეტაპისათვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ მსოფლიოში იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების იდენტიფიცირებას, რომელზეც აუცილებელია გაცემულ იქნას ვალიდური, არგუმენტირებული და დროსთან შესაბამისობაში არსებული პასუხები შემდეგ კითხვებზე:ვინ/რა არის სამართლის სუბიექტი და რა მომენტიდან (ადამიანის დაბადების მომენტის განსაზღვის პრობლემა)? როგორია ჩანასახის სამართლებრივი სტატუსი? რა მომენტიდან ითვლება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩანასახად? რა პრობლემებთან არის დაკავშირებული დონორთა რეესტრის არარსებობა? შესაძლებელია თუ არა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედთა განადგურება კვერცხუჯრედისა თუ სპერმის გამცემის თანხმობის გარეშე? შესაძლებელია თუ არა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ტრანსფერი კვერცხუჯრედის ან/და სპერმის გამცემის თანხმობის გარეშე? როგორია სიამის ტყუპების სამართლებრივი სტატუსი? როგორია ორსქესიანი ადამიანის სამართლებრივი სტატუსი? რა არის სქესი სამართლებრივი თვალსაზრისით?ეს არის იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ნაწილის იდენტიფიცირებასაც ეხება წარმოდგენილი სტატია იმ იმედით, რომ საქართველოს სინამდვილეშიც დაიწყება ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სამეცნიერო, სიღრმისეული და შინაარსობრივი კვლევა

    Similar works