Abstract

ალაზანი-იორის წყალშემკრებ აუზებში, მიწისქვეშა წყლების რესურსების შესწავლის მიზნით პირველად ტარდება კვლევები ბუნებრივი იზოტოპებისა და ჰიდროქიმიური მეთოდების გამოყენებით. პირველ ეტაპზე, წყალშემცველი ჰორიზონტების კვების და განტვირთვის არეალებში, ორგანიზება გაუკეთდა რეჟიმულ დაკვირვებებს ჰაერის ტემეპარატურას, ტენიანობასა და ატმოსფერულ ნალექებზე. მდინარე ალაზანსა და იორზე დაიწყო რეჟიმული დაკვირვებები მდინარის დონესა და ხარჯზე და ასევე მიწისქვეშა წყლების დონეებზე ლაგოდეხსა და დედოფლის წყაროში. იზოტოპური მასალის ანალიზმა დააფიქსირა სეზონური ვარიაციები მათ ცვლილებაში და განსხვავებები მათ მნიშვნელობებში, სადგურების გეოგრაფიულ მდებარეობისა და სიმაღლის მიხედვით, რაც სრულად ეთანხმება მსოფლიოში იზოტოპების გავრცელების ზოგად კანონზომიერებებს

    Similar works