მინარევის გადატანა – დიფუზიის განტოლების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით გამოკვლეულია ატმოსფეროში პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების შესაძლო გავრცელება კავკასიის რეგიონის ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი ტიპის ონური დინების შემთხვევაში. მოდელირებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ველების მნიშვნელობები გამოითვლებიან კავკასიაში ატმოსფერული პროცესების განვითარების რეგოინალური მოდელის საშუალებით. ნაჩვენებია, რომ რეგიონის რელიეფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელებაზე ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში. შედგენილია მაქსიმალური კონცენტრაციების შესაძლო გადაადგილების სქემა დამაბინძურებელი ნივთიერების ღრუბლის სხვადასხვა საწყისი მდებარეობის შემთხვევაში