კავკასიის რეგიონის რელიეფის გავლენის გამოკვლევა ქარის ველზე შავი ზღვის აღმოსავლეთ და კასპიის ზღვის დასავლეთ ნაწილის მიდამოებში

Abstract

ატმოსფეროს ჰიდროდინამიკის არადიაბატური არასტაციონარული განტოლებათა სისტემის რიცხვით ინტეგრირების საშუალებით შესწავლილია კავკასიის რეგიონის რელიეფის გავლენა ქარის განაწილებაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების მიდამოებში. ნაჩვენებია, რომ რელიეფის ზემოქმედებამ ოთხი ძირითადი ტიპის ფონურ დინებაზე შეიძლება გამოიწვიოს ქარის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში და წარმოშვას სანაპირო ზოლის მიდამოებში ქარის მეზომასშტაბური სტრუქტურები

    Similar works