ბავშვთა იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნა და დამოკიდებულებები, არასრული იმუნიზაციის მიზეზები

Abstract

Vaccination is the most cost-effective mechanism that aims to prevent and reduce the risk of some infectious diseases. The research goal is to determine the level of knowledge, attitudes and experiences of mothers towards child immunization. In the framework of cross-sectional research, 188 mothers, who have child less than 5 years of age, were interviewed. The majority of mothers (97%) have positive attitudes towards immunization. The majority of mothers believe that vaccination plays an important role in preventing diseases. Though, 32% of mothers do not have the sufficient knowledge/information concerning routine vaccination schedule. 36% of children have incomplete vaccination. The reasons for incomplete vaccination are: the lack of knowledge on routine vaccination schedule (25,5%), less information about the necessity of second/third dose (18.6%), fear of post-vaccination side effects (16%), child illness (9.6%). Significant association was found between mothers’ education, practice and attitude regarding immunization. Health institutions (49.5%) and internet sources (21.3%) were the most frequent sources of information regarding immunization. It is essential to raise the public awareness on the importance of immunization by education programmes, electronic and mass media.შესავალი. იმუნიზაცია და ვაქცინაცია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიმართულია ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ. კვლევის მიზანია დედების ცოდნის დონისა და დამოკიდებულებების, გამოცდილებების განსაზღვრა იმუნიზაციასთან დაკავშირებით. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის ფარგლებში წინასწარ შედგენილი სტრუქტურირებული, თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით ჩატარდა 188 დედის გამოკითხვა, რომლებსაც ყავთ 5 წლამდე შვილი. შედეგები. დედების უმრავლესობას (97%) აქვს დადებითი დამოკიდებულება იმუნიზაციასთან მიმართებით. მათი აზრით, ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დაავადებების პრევენციაში. თუმცა, გამოკითხულთა 32%-ს არ აქვს საკმარისი ცოდნა პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია. ბავშვების 64%-ს ჩატარებული აქვს სრული, ხოლო 36%-ს არასრული ვაქცინაცია.არასრულყოფილი ვაქცინაციის ძირითადი მიზეზებია დედის ნაკლები განათლება პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ (25,5%), აცრის მეორე ან მესამე დოზის საჭიროებასთან მიმართებით ნაკლები ინფორმირებულობა (18.6%), პოსტვაქცინაციის გართულებების შიში (16%). მშობლების მოუცლელობა (10.1%), ბავშვის ავადმყოფობა (9.6%). ბავშვთა ვაქცინაციაზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დედის განათლება და დასაქმება, ბავშვების რაოდენობა. სრული იმუნიზაცია უფრო მეტად აქვთ ჩატარებული უმაღლესი განათლების მქონე და უმუშევარი დედების შვილებს. პირველ ბავშვზე სრული იმუნიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე და მესამე ბავშვზე, რაც ცხადყოფს დედის განათლების, ცნობიერების და გამოცდილების დადებით გავლენას იმუნიზაციის სტატუსზე. იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მთავარ წყაროდ დასახელდა სამედიცინო პერსონალი (49.5%), შემდეგ ინტერნეტ-რესურსები (21.3%). დასკვნა. საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, საჯარო განათლების გაძლიერება, ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პროფესიონალებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით სასურველია გააქტიურდეს კამპანიები იმუნიზაციის დადებითი მხარეების გაცნობის მიზნით

    Similar works