ჰეპატოცელულური კარცინომის ეპიდემიოლოგია

Abstract

Hepatocellular carcinoma (HCC) is the sixth most common cancer and the second leading cause of cancer mortality worldwide. Incidence rates of liver cancer vary widely between geographic regions and are highest in Eastern Asia and sub-Saharan Africa. In the United States, the incidence of HCC has increased since the 1980s. HCC detection at an early stage through surveillance and curative therapy has considerably improved the 5-year survival. Therefore, medical societies advocate systematic screening and surveillance of target populations at particularly high risk for developing HCC to facilitate early-stage detection. Risk factors for HCC include cirrhosis, chronic infection with hepatitis B virus (HBV), hepatitis C virus (HCV), excess alcohol consumption, non-alcoholic fatty liver disease, family history of HCC, obesity, type 2 diabetes mellitus, and smoking. Medical societies utilize risk estimates to define target patient populations in which imaging surveillance is recommended (risk above threshold) or in which the benefits of surveillance are uncertain (risk unknown or below threshold). All medical societies currently recommend screening and surveillance in patients with cirrhosis and subsets of patients with chronic HBV; some societies also include patients with stage 3 fibrosis due to HCV as well as additional groups. Thus, target population definitions vary between regions, reflecting cultural, demographic, economic, healthcare priority, and biological differences.ჰეპატოცელულური კარცინომა (ჰცც) დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ჰცც თითქმის ყოველთვის ფულმინანტურ ხასიათს ატარებს და აქვს განსაკუთრებით მძიმე პროგნოზი. მას აქვს დაბალი რეზექტაბელურობა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაღალი რეციდივის მაჩვენებელი, ასევე პრაქტიკულად არ ექვემდებარება ანტიტუმორულ და რადიოთერაპიას. ჰცც-ს არ გააჩნია ერთიანი გეოგრაფიული გადანაწილება: უფრო მაღალი ინციდენტობით ხასიათდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნები, ასევე სუბ-საჰარული აფრიკის შავკანიან მოსახლეობაში. აღნიშნულ რეგიონებსა და პოპულაციებში ადგილი აქვს სიმსივნის მნიშვნელოვან გადანაცვლებას ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში. ჰცც ყველა სახის პოპულაციაში ჭარბობს მამრობითი სქესის ადამიანებში. ყველაზე მაღალ რისკფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება, ასევე საკვებში ჰეპატოკარცინოგენის აფლატოქსინის არსებობა, რომელსაც გამოყოფენ უმდაბლესი სოკოები. საქართველოში ჰცც-ს ძირითად გამომწვევია ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი. ჩამოთვლილი რისკფაქტორები, ქრონიკული ზემოქმედების შედაგად იწვევენ ღვიძლის პარენქიმული ნაწილის პერმანენტულ დაზიანებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელსაც თან ერთვის ორგანოს ფიბროზული და ციროზული გადაგვარება, ხოლო ჰცც პრაქტიკულად ღვიძლის ციროზთან ერთად წარმოადგენს ღვიძლის ტერმინალურ დაავადებას. C ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევაში ინფიცირება ხდება გვიან ასაკში და შესაბამისად ჰცც-ც ვითარდება გაცილებით გვინ ვიდრე ქრონიკული B ვირუსული ჰეპატიტებისა და ალიმენტარული გზის შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჰცც-ს განვითარების რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე და სხვა მეტაბოლური პრობლემები, ალკოჰოლით ინდუცირებული ციროზის ფონზე ალკოჰოლური ჰეპატი და თანდაყოლილი ჰემოქრომატოზის დროს რკინის ჭარბი დეპონირება

    Similar works