Article thumbnail

გიორგი კალანდაძე და მისი შვილები ნუგზარი და ზურაბი

By 

Abstract

გიორგი კალანდაძე - პოეტი. დაიბადა დაბა ძირულაში (ზესტაფონის რ-ნი). 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938წ. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისა-თვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის. 1954 წ. დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წ. სადოქტორო დისერტაციები. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. გიორგი კალანდაძეს უკიდურესად რთულ, ისტორიული პარადოქსებით სავსე, ძალადობისა და ანტიეროვნული პოლიტიკის პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ყოველივე ეს პირდაპირ შეეხო პოეტს. იგი ჯერ შუააზიაში გადაასახლეს; შემდეგ კი, წლების მანძილზე დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილ

Topics: კალანდაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე (1911-1979), კალანდაძე, ზურაბ გიორგის ძე, კალანდაძე, ნუგზარ გიორგის ძე, ქართველი პოეტი, ჯგუფური ფოტო
Year: 1962
OAI identifier: oai:dspace.nplg.gov.ge:1234/88417
Download PDF:
Sorry, we are unable to provide the full text but you may find it at the following location(s):
  • http://www.nplg.gov.ge/dspace/... (external link)
  • Suggested articles


    To submit an update or takedown request for this paper, please submit an Update/Correction/Removal Request.