oaioai:dspace.nplg.gov.ge:1234/65986

რიმა ერისთავი მეგობრებთან ერთად

Abstract

მარცხნიდან პირველი ზის: რიმა ერისთავი. ტოფოს გადაღების თარიღი უცნობიარიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი. რიმა დაარქვეს მათი ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა გარდაიცვალა 1907 წელს. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს. დაკრძალულია ლევილშ

Similar works

Full text

thumbnail-image

Digital repository of National Parliamentary Library of Georgia

Provided original full text link
oaioai:dspace.nplg.gov.ge:1234/65986Last time updated on 2/26/2017

Having an issue?

Is data on this page outdated, violates copyrights or anything else? Report the problem now and we will take corresponding actions after reviewing your request.