Article thumbnail

ვალია ფაჩულია და მიხეილ კედია მეგობრებთან ერთად ჰეიდელბერგში

By 

Abstract

ფოტო გადაღებუალია ჰეიდელბერგშიმიხეილ (მიშა) კედია - პოლიტიკური ემიგრანტი 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ. ვალენტინა (ვალია) ვალია ფაჩულიასთან ჰყავდა ქალიშვილი დიკა და ვაჟი ზურაბი. მიხეილი თავდაპირველად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, შემდეგ „თეთრი გიორგის“ წევრი გახდა. მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში. ერთხანს, ცნობილ მოღვაწეებთან – ზურაბ ავალიშვილთან, რევაზ გაბაშვილთან, გიორგი კვინიტაძესთან და სხვებთან ერთად, ჰაიდარ ბამატის მიერ დაარსებულ ჟურნალ „კავკასიაში“ თანამშრომლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი საქართველოს გათავისუფლებას ომში გერმანიის გამარჯვებას უკავშირებდა. მათ კარგად ახსოვდათ გერმანიის როლი 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვის საქმეში. ამიტომ იმდროინდელ მეგობარს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საკითხების კომისარს გრაფ ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგს მიაკითხეს. 1941 წელს საფრანგეთის ოკუპაციის დროს ესესელებმა პარიზში სოციალ-დემოკრატების დაპატიმრება დაიწყეს. დაიჭირეს „ლტოლვილთა ოფისის“ მდივანი სოსიპატრე ასათიანიც. ქართველთა დაცვა მიხეილ კედიამ ითავა. მან ამ საქმეში დიდი ჭკუა, ტაქტი და დიპლომატია გამოამჟღავნა. 1943 წლის 26 ოქტომბერს დაარსდა „საკავშირო შტაბი“ მიხეილ კედიას ხელმძღვანელობით. კედიამ მანდატი მიიღო საქართველოს ყოფილი მთავრობისგან. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, კედია, კავკასიური საბჭოს წევრებთან ერთად, შვეიცარიაში გადავიდა. მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში არარუსი ეროვნული ჯგუფების ანტისაბჭოთა მოქმედებების შესახებ და მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, გადაერჩინათ მათი სამხედრო შენაერთები. სამწუხაროდ, 1945 წელს, მოკავშირეებმა რუსებს არა მარტო სამუშაოდ წაყვანილი ლტოლვილები და ბანაკებში მყოფი ტყვეები გადასცეს, არამედ სამხედრო ერთეულებიც. ცხოვრების ბოლო წლებში კედიამ დიდი უბედურება და სიდუხჭირე გამოიარა. ოჯახის, მეგობრებს მოშორებულმა, არტერიოსკლეროზით დაავადებულმა, მარტომ იკისრა პასუხისმგებლობა გერმანელებთან „კოლაბორაციონიზმზე“ და არ დაასახელა სხვები, თუმცა მრავალი საბუთის წარდგენა შეეძლო. 1955 წელს უსახსროდ, უიმედოდ დარჩენილმა ნებაყოფლობით მოისწრაფა სიცოცხლე

Topics: ჯგუფური ფოტო, ემიგრანტები, კედია, მიხეილ (მიშა) მელქისედეკის ძე (1902-1952), ფაჩულია-კედიასი, ვალენტინა (ვალია) პლატონის ასული (1901-...), ჰეიდელბერგი
Year: 1922
OAI identifier: oai:dspace.nplg.gov.ge:1234/53067
Download PDF:
Sorry, we are unable to provide the full text but you may find it at the following location(s):
  • http://www.nplg.gov.ge/dspace/... (external link)
  • Suggested articles


    To submit an update or takedown request for this paper, please submit an Update/Correction/Removal Request.