Article thumbnail

ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, ნადია სუხოდოლსკაია

By 

Abstract

მარცხნიდან მეორე საშა ჭავჭავაძე. მარცხნიდან ზის ნადია სუხოდოლსკაიაალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128). ნადია სუხოდოლსკაია – ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლ

Topics: ჯგუფური, ჭავჭავაძე, ალექსანდრე მამუკას (მაკარის) ძე (1868-?), სუხოდოლსკაია, ნადია
Year: 2014
OAI identifier: oai:dspace.nplg.gov.ge:1234/47314
Download PDF:
Sorry, we are unable to provide the full text but you may find it at the following location(s):
  • http://www.nplg.gov.ge/dspace/... (external link)
  • Suggested articles


    To submit an update or takedown request for this paper, please submit an Update/Correction/Removal Request.